გასულ წელს, Airbnb-მ მსოფლიო მასშტაბით 30,000-ზე მეტი უნიკალური სია წარმოადგინა, თუმცა განსხვავებული ტიპის საცხოვრებელ ადგილებზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ კომპანიამ მშენებლობისთვის უფრო მეტის გადახდაც გადაწყვიტა. Airbnb-ის $10-მილიონიანი ფონდის ფარგლებში, 100 აპლიკანტი, უცნაური და განსხვავებული დიზაინის იდეებისთვის, $100,000-ით დაჯილდოვდება.
22 ივლისის ჩათვლით, Airbnb-ი შემოთავაზებებს იღებს, რომლებიც ორიგინალურობის, მდგრადობის, განხორციელებადობისა და სტუმრებისთვის შეთავაზებების ერთობლიობით შეფასდება. გამარჯვებული აპლიკანტებისადმი კომპანიას მხოლოდ ორი მოთხოვნა აქვს: პროექტის დასრულების შემდგომ, ახალი სივრცის Airbnb-ზე გაქირავება და ერთი წლის განმავლობაში, კონკურენტ მოკლევადიანი გაქირავების პლატფორმებზე, საკუთრების განთავსების უფლების შეზღუდვა.
Airbnb-ის განცხადებით, აშშ-ში ტიპური მასპინძელი, გასულ წელს, 2019 წელთან შედარებით 85%-ით მეტს, დაახლოებით $13,800-ს გამოიმუშავებდა. უნიკალური, „OMG!“-ტიპის საკუთრებების ჯავშნები კი იმავე პერიოდში 49%-ით გაიზარდა. Airbnb-ის მასპინძლები მიხვდნენ, რომ უცნაური იდეები, მათ შორის კოსმოსური ხომალდი, სარკინიგზო ვაგონი და შუშის ბუშტი შესაძლოა მათი ბიზნესის განვითარების მთავარ წყაროდაც კი იქცეს.
გასულ თვეში Airbnb-მა, მისივე განცხადებით, „ბოლო ათწლეულის განმავლობაში Airbnb-ის ყველაზე დიდი ცვლილება“ წარადგინა. პლატფორმის საძიებო ველის საშუალებით მოგზაურებს ახლა უკვე კატეგორიის მიხედვით შეეძლებათ მოგზაურობის დაგეგმვა. კატეგორიებში კი ჩამონათვალი კონკრეტული ფუნქციისა (შეფ-მზარეულის სამზარეულო, საოცარი ხედი) და ინტერესის (გოლფი, კემპინგი, თხილამურები, სერფინგი, ისტორია) მიხედვითაა შედგენილი.
დატოვე კომენტარი