10 ყველაზე ძვირად ღირებული ავიაკომპანია | 2013-2022

10 ყველაზე ძვირად ღირებული ავიაკომპანია | 2013-2022

გლობალური ავიანდუსტრია 2020 წლამდე დინამიკურად იზრდებოდა, თუმცა წლების მანძილზე დაგროვილი იმპულსი პანდემიის შედეგად დაიკარგა.

მსოფლიო მასშტაბით მგზავრთა წლიური რაოდენობა 2004-209 წლებში 1.9 მილიარდიდან 4.7 მილიარდამდე გაიზარდა, 2020 წელს კი კვლავ 1.8 მილიარდამდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ აღდგენის პროცესი უკვე დაიწყო, წამყვანი ავიაკომპანიები მნიშვნელოვან ზარალს ითვლიან.

ქვემოთ მოყვანილი გრაფა ასახავს ყველაზე ძვირად ღირებულ ავიაკომპანიებს 2013-2022 წლების მონაცემებით. კომპანიები ასევე დაყოფილია კონტინენტების მიხედვით:

ყველაზე ძვირად ღირებული ავიაკომპანიები: 2013-2022

ორწლიანი კლების შემდეგ, წამყვან ავიაკომპანიათა ბრენდის ღირებულება 2022 წელს კვლავ გაიზარდა.

ბრენდის ღირებულების კატეგორიაში უკვე დიდი ხანია, ლიდერობენ ამერიკული კომპანიები: American Airlines-ი, Delta, United-ი და Southwest-ი 2017 წლიდან მოყოლებული შედიან პირველ ხუთეულში, ხოლო მათი ჯამური ღირებულება 2022 წლის მონაცემებით 24.1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომპანია

ბრენდის ღირებულება (მილიარდი $)

რეგიონი

Delta

$7.3

ჩრდ. ამერიკა

American Airlines

$6.3

ჩრდ. ამერიკა

United Airlines

$5.5

ჩრდ. ამერიკა

Emirates

$5.0

შუა აღმოსავლეთი

Southwest Airlines

$5.0

ჩრდ. ამერიკა

Air Canada

$2.5

ჩრდ. ამერიკა

Air China

$2.4

აზია

Lufthansa

$2.3

ევროპა

China Southern

$2.3

აზია

ANA

$2.3

აზია

Delta 2014 წლიდან მოყოლებული იკავებს პირველ ან მეორე ადგილს. American Airlines-მა, რომელიც 2013 წელს ათეულშიც კი არ შედიოდა, სწრაფად გაასწრო ისეთ კომპანიებს, როგორიცაა United-ი, Lufthansa და British Airways-ი. ასევე სერიოზული კონკურენტია Emirates-ი, რომელმაც არაერთი ჯილდო მიიღო კლიენტთა მომსახურებისთვის. არაბულ კომპანიას 2013-2016 წლებში ყველაზე ძვირად ღირებული ავიახაზის ტიტულიც კი ეკავა.

შეძლებენ თუ არა ავიაკომპანიები საკუთარი ბრენდების აღდგენას?

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ახლა ბევრად ოპტიმისტურად არის განწყობილი, პანდემიამ ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი არეულობა გამოიწვია.

2019 წელს ავიაკომპანიების მთლიანი შემოსავალი 838 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2020 წელს კი ის 54 პროცენტით შემცირდა. ამის შედეგად, დღეს ყველა ბრენდის ღირებულება თავის რეკორდულ ნიშნულს ჩამოუვარდება, თუმცა სექტორში მოგზაურობის სრულ აღდგენას ელოდებიან, ასე რომ შესაძლოა, ავიაკომპანიათა ბრენდების ღირებულებაც მალე გაიზარდოს.

 

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა პორტალზე: Visual Capitalist

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *