ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს თვის მონაცემებს აქვეყნებს. ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, 2019 წლის აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 1,358,598 ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 753,648 შეადგინა, რაც 16,599-ით მეტია 2018 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა 2.3%).
“პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები ( ზრდა 43.7%), გაერთიანებული სამეფო (ზრდა 32.5%), პოლონეთი (ზრდა 31.6%), გერმანია (ზრდა 27.1%), საფრანგეთი (ზრდა 23.1%) და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი ზრდა 87.2%, ყირგიზეთი ზრდა 63.3%, ყაზახეთი ზრდა 53.4%, ჩინეთი ზრდა 34.3%, საუდის არაბეთი ზრდა 31.5% და სხვა”, -აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
- აზერბაიჯანი – 226 133 (+12.8%)
- რუსეთი – 207 899 (-8.5%)
- სომხეთი – 191 817 (+4.5%)
- თურქეთი – 154 845 (+6.8%)
- უკრაინა – 28 562 (+16.3%)
- ისრაელი – 23 344 (+13.5%)
- საუდის არაბეთი – 21 570 (+31.5%)
- ირანი – 17 075 (-52%)
- ყაზახეთი – 16 107 (+53.4%)
- ბელარუსი – 13 844 (+5.3%)
დატოვე კომენტარი