მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ცხრილი საშუალებას მოგცემთ, სწრაფად და მარტივად გაეცნოთ საქართველოს ეკონომიკის ძირითადად მაკროეკონომიკურ სექტორებში არსებულ მდგომარეობასა და ტენდენციებს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ერთად თავმოყრილი ნახოთ ყველა ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელთა ცოდნაც აუცილებელია როგორც ინვესტიციების განხორციელების წინ, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებისას.
ცხრილი 11 სექტორისგან შედგება და ჯამში 100 მაჩვენებელს მოიცავს. წარმოდგენილია როგორც ეკონომიკის რეალური სექტორის (მთლიანი შიდა პროდუქტი, შრომის ბაზრის ფასები, ინვესტიციები, საგარეო ვაჭრობა) მაჩვენებლები, ასევე მონეტარული და ფისკალური სექტორის ძირითადი მაჩვენებლები. მომავალში Forbes-ი პერიოდულად განაახლებს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ცხრილს და არსებული პერიოდის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გარკვეულ შინაარსობრივ ცვლილებებსაც შეიტანს.
მონაცემთა წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
დატოვე კომენტარი