12 ოქტომბერს, ბრიტანეთის საელჩო და პარტნიორები ბრიტანულ-ქართულ ფინტექ ფორუმს უმასპინძლებენ. ფორუმი თავს მოუყრის ფინტექ-ში მომუშავე პროფესიონალებს საქართველოდან და დიდი ბრიტანეთიდან, სადაც მათ საშუალება ექნება ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და დაამყარონ ახალი, საქმიანი კონტაქტები.
ბრიტანეთის საელჩო ფინტექ ფორუმს უკვე მეორედ მასპინძლობს. წელს, პარტნიორებს შორის არიან: დატაფესტ თბილისი; საქართველოს ფინტეკ ასოციაციის; საქართველოს ეროვნული ბანკი; თიბისი ბანკი; საქართველოს ბანკი და გრანტ თორნტონი.
ფორუმის მიზანია, ბრიტანულ-ქართულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა, არსებული ფინ-ტეკ კომპანიების წარმოჩენა და ბრიტანული ექსპერტიზის გაზიარება.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ფინტექ ეკოსისტემის გამორჩეული სპიკერები, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან. ფორუმზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ინდუსტრიის ლიდერების წარმატების ისტორიები. S