12 ყველაზე ძვირადღირებული კომპანია მსოფლიოში

12 ყველაზე ძვირადღირებული კომპანია მსოფლიოში

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის შედეგების მიხედვით, გამოვლინდა ბოლო ათწლეულის მსოფლიოს 12 ყველაზე ძვირადღირებული კომპანია. ამის შესახებ Yahoo Finance-ი იუწყება.

ბოლო 10 წლის განმავლობაში საფონდო ბირჟაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება დაფიქსირდა. ათწლეული Exxon Mobil Corporation-ის (NYSE: XOM) ლიდერობით დაიწყო, რომლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 328 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2011 წლის აგვისტოდან საფონდო ბირჟაზე პოზიციების გამყარებას იწყებს Apple-ი (NASDAQ: AAPL). მისი აქციების ფასის ზრდაში მნიშნველოვან როლს თამაშობს iPhone-ი და 2013 წლამდე უპირობო ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

2013 წელს ისევ Exxon-მა მოიპოვა უპირატესობა საფონდო ბირჟაზე და პირველი ადგილი დაიკავა 2016 წლამდე.

Apple-მა ორი წლის შემდეგ შეძლო პირველ ადგილზე დაბრუნება და მხოლოდ მცირე დროით ანაცვლებდა მას Microsoft Corporation-ი (NASDAQ: MSFT) და Amazon.com, Inc.-ი (NASDAQ: AMZN).

2019 წლის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების სია კი ასე გამოიყურება:

  • Apple
  • Microsoft
  • Exxon Mobil
  • Alphabet
  • Amazon
  • General Electric Company (NYSE: GE)
  • General Motors Company (NYSE: GM)
  • IBM (NYSE: IBM)
  • AT&T Inc. (NYSE: T)
  • DuPont de Nemours (NYSE: DD)
  • Philip Morris International Inc. (NYSE: PM)
  • Walmart Inc (NYSE: WMT)

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *