1229-წლიანი არსებობის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს უძველესი პაბი, სახელწოდებით „Ye Olde Fighting Cocks“ კორონავირუსისა და მასთან საბრძოლველად დაწესებული შეზღუდვების გამო იხურება, – ამ გადაწყვეტილების შესახებ პაბის ახლანდელმა მფლობელმა Facebook-ში განაცხადა.
„პაბის შესანარჩუნებლად მე და ჩემმა გუნდმა ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ გასული ორი წელი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიისთვის უპრეცედენტო აღმოჩდა და ყველა დაგვამარცხა, ვინც ვეცადეთ, რომ არაერთი ჯილდოს მფლობელ ამ ბარს მომავალშიც ემუშავა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ეს პაბი, რომელიც სენტ-ალბენსში მდებარეობს, ჯერ კიდევ 793 წელს დაარსდა. დღევანდელი სახელწოდება პაბმა მე-19 საუკუნეში მოიპოვა – ასე მას იქ ხშირად გამართული მამლების ბრძოლის გამო დაარქვეს.
დატოვე კომენტარი