2018 წელს ბიუჯეტში საქნციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 154.8 მლნ ლარი შევიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 27.4%-ით ანუ 42.5 მლნ ლარით აღემატება. აქედან ყველაზე დიდი წილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე მოდის, კერძოდ კი 115 მლნ ლარი. ჯარიმების უმეტესობა – 78.2 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტზე მოდის, ხოლო დანარჩენი კი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტზე. სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმებიდან შესული თანხა 2017 წელთან შედარებით, 23 მლნ ლარითაა გაზრდილი.
ჯარიმები და საქნციების ძირითადი მოცულობა შემდეგნაირად ნაწილდება:
კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა – 2.8 მლნ ლარი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში – 2.6 მლნ ლარი
სოფლის მეურნეობაში ვეტერინალურ – სანიტარული წესების დარღვევა – 1.4 მლნ ლარი
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის – 84,1 მლნ ლარი
საზღვრის უკანონოდ კვეთის გამო – 780 700 ლარი
გაცემული სესხების დაფარვის ვადების დარღვევის გამო – 3 მლნ ლარი
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო – 4.9 მლნ ლარი
სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევის გამო – 357 000 ლარი
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში სამართალდარღვევების გამო – 11 700 ლარი
დასუფთავების წესის დარღვევის გამო – 641 100 ლარი
ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევის გამო – 133 400 ლარი
თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების გამო – 8770 ლარი
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო – 64 400 ლარი
პერსონალურ მონაცემთა წესის დარღვევის გამო – 78 200 ლარი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში – 3 მლნ ლარი