Forbes-ი ამერიკელი ფილანტროპების განახლებულ რეიტინგს აქვეყნებს. TOP 50 ქველმოქედიდან უმრავლესობა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიაშიც შედის.
სიას სათავეში უორენ ბაფეტი უდგას, რომელმაც 2017 წელს ქველმოქმედებაზე $2.8 მილიარდი დახარჯა. ბაფეტმა 2 მილიარდ დოლარზე მეტი გადასცა ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ფონდს. თანხის ნაწილი მან საკუთარ საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხა, ნაწილი კი 3 ორგანიზაციაზე გასცა.
$2.5 მილიარდი დახარჯეს გასულ წელს ბილ და მელინდა გეითსებმა ქველმოქმედებაზე და სიაში მათ მეორე ადგილი დაიკავეს. 1994 წლიდან დღემდე, გეითსების ფონდმა ქველმოქედებაში $35 მილიარდი დახარჯეს. აღსანიშნავია, რომ გეითსების ფონდი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კერძო საქველმოქედო ფონდია.
რეიტინგში მოხვდნენ Facebook-ის თანადამფუძნებლები მარკ ცუკერბერგი და დასტინ მოსკოვიჩი. როგორც ცნობილია, მარკ ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ 2015 წელს დაარსეს კომპანია CZI, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს მსოფლიოში განათლებას და მეცნიერებას. წყვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ კომპანიის აქციების 99% ქველმოქმედებას მოახმაროს, მხოლოდ გასულ წელს კი მათ ამ მიზნით 400 მილიონი დოლარი დახარჯეს. მოსკოვიჩმა კი გასულ წელს, ქველმოქედებაზე 298 მილიონი დოლარი დახარჯა. მისი ფონდი – Good Ventures Foundation – მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას უწყობს ხელს.
ჯამში, 2017 წელს ამერიკის ტოპ 50-მა ქველმოქმედმა $12.6 მილიარდი დახარჯა. 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 12.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამასთან, აღნიშნულმა 50-მა პირმა ცხოვრების მანძილზე ქველმოქმედებისთვის $158 მილიარდზე მეტი დახარჯა.
ამერიკის TOP-10 ქველმოქმედი და 2017 წელს მათ მიერ ქველმოქმედებაზე დახარჯული თანხა კი შემდეგია:
უორენ ბაფეტი – $2.8 მილიარდი
ბილ და მელინდა გეითსების ფონდი – $2.5 მილიარდი
მაიკლ ბლუმბერგი – $702 მილიონი
უოლტონების ოჯახი – $536 მილიონი
ჯორჯ სოროსი – $531 მილიონი
მარკ ცუკერბერგი & პრისცილა ჩანი – $400 მილიონი
გორდონ და ბეტი მურები – $338 მილიონი
ჯეიმს და მერილინ სიმონსები – $328 მილიონი
ჰენსოერგ ვისი – $315 მილიონი
დასტინ მოსკოვიჩი & კარი ტუნა – $298 მილიონი