2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით, დაფინანსება ეზრდება ისეთ საინვესტიციო 18 პროექტს, რომელთა შესრულების მდგომარება 2018 წლის 8 თვის მდგომარეობით 9 თვის გეგმასთან მიმართებაში 50%-ზე დაბალია. მათ შორისაა ისეთი პროექტები, რომელთა ფარგლებშიც საერთოდ არ მომხდარა თანხების ათვისება არც 2017 და არც 2018 წლის განმავლობაში. კერძოდ, აღნიშნული პროექტებია:
- თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტი;
- ბათუმის ავტობუსების პროექტი;
- აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი.
როგორც ცნობილია, კრედიტის სახით გამოყოფილი სახსრების დაგვიანებით ათვისება იწვევს სესხის მომსახურების ხარჯების ზრდას. სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, 2018 წლის 8 თვის მდგომარეობით, ასეთი დაბალი ათვისების პროექტების შემთხვევაში სულ გადახდილია 1.5 მლნ ლარის მოცულობის ვალდებულების გადასახადი.
აღნიშნული 18 პროექტი და 2018 წლის 8 თვის ათვისება 9 თვის გეგმასთან მიმართებით შემდეგია:
- მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა – 0%
- სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ48- კმ64 გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა – 0%
- ბათუმის ავტობუსების პროექტი – 0%
- თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტი – 0%
- აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი – 0%
- ქობულეთის წყალარინების პროექტი – 0%
- ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაციარეკონსტრუქცია – 1%
- შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულახარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხარაგაულის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია – 2%
- ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი – 13%
- საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტი – 22%
- ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი – 23%
- აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია-მშენებლობა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე – 27%
- ბათუმის ახალი შემოვლითი გზა – 29%
- შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი – 30%
- რეგიონალური განვითარების პროექტი II (იმერეთი) – 32%
- აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) – 43%
- საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა – 47%
- რეგიონალური განვითარების პროექტი III (მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) – 47%.
დატოვე კომენტარი