მომხმარებლის კმაყოფილება დღეს ბიზნესის წარმატებას განსაზღვრავს. ამიტომ, გასაკვირი არც არის, რომ კომპანიები ცდილობენ შექმნან მათზე მორგებული სერვისი თუ პროდუქტი, რაც დაეხმარება ინდივიდებს ყოველდღიურობის გამარტივებასა და კომფორტული გამოცდილების შექმნაში.
საქართველოს ბანკი, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოს ბაზარზე, საკუთარი გადაწყვეტილებების ცენტრად მომხმარებელს და მათ საჭიროებებს აქცევს. სწორედ ამისთვის შეიქმნა SOLO მიმართულება, რომელიც ინდივიდებს გამორჩეულ საბანკო გამოცდილებას სთავაზობს.
SOLO-ს ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა პირადი ბანკირის, ანუ ერთგვარი პირადი საბანკო მრჩეველის სერვისია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, 24/7-ზე ისარგებლონ საბანკო მომსახურებით, მიიღონ მხარდაჭერა და აისრულონ სურვილები.
SOLO-ს წევრია ანი მაღლაფერიძე, რომელიც სოლო ბანკირების გუნდის ლიდერის პოზიციას იკავებს. საკუთარი საქმიანობისა და მომხმარებლებისთვის გაწეული სერვისების მნიშვნელობაზე ის ინტერვიუში გვესაუბრება.
მოდით, დავიწყოთ თავიდან. რა არის SOLO და რატომ არის სოლო ბანკირი განსაკუთრებული სერვისი?
SOLO ეს არის ჩვენი მომხმარებლებისთვის შექმნილი მაღალი კლასის პრემიალური მომსახურება, რომელიც ეხმარება მათ, დაზოგონ დრო, ენერგია და მიიღონ მეტი ფინანსური სარგებელი. ამისათვის, სოლო მომხმარებლებს ჰყავთ პერსონალური ბანკირი – ანუ მრჩეველი საბანკო საკითხებში.
შესაბამისად ვფიქრობ იმ მომხმარებლისთვის, რომელიც დაკავებულია და საჭიროებს მოკლე დროში კომპეტენტურ და სწორ მხარდაჭერას, აუცილებელიც კია, ისარგებლოს ამ ტიპის მომსახურებით.
როგორ ახდენთ მომხმარებლისთვის საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნას?
ჩვენი გუნდი ყოველდღიურად თავდაუზოგავად შრომობს, რათა მომხმარებლისთვის შექმნას მაქსიმალურად კარგი, მათზე მორგებული სერვისი.
თუმცა, ჩვენი მიზანია, რომ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ხარისხი, არამედ მუდმივად გავაუმჯობესოთ შექმნილი საბანკო მომსახურება. ამისათვის, ჩვენ ვაგროვებთ და ვააანალიზებთ მომხმარებლებისგან მიღებულ უკუკავშირს, ვიკვლევთ საერთაშორისო და მიმდინარე ტრენდებს, რათა შევქმნათ გამორჩეული, თანამედროვე, მოქნილი და ინდივიდებზე მორგებული გამოცდილება.
რა არის თქვენი უშუალო პასუხისმგებლობა?
ჩემი უშუალო როლი, დღეს ჩემი გუნდის წევრების ქოუჩინგი და მხარდაჭერაა – სწორი მიმართულების, დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ანუ იმ გამოცდილების, რომელიც სოლოს გუნდში 4 წლის განმავლობაში მუშაობით დავაგროვე.
ვფიქრობ, რომ ეს ერთი მხრივ, ძალიან სასიამოვნო პროცესი, თუმცა, მეორე მხრივ, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან გულისხმობს თანამშრომლებისთვის სწორი რეკომენდაციების მიცემას, რომელიც საბოლოო ჯამში სერვისის ხარისხის განმსაზღვრელი იქნება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებლობას მაძლევს, არა მხოლოდ გავუზიარო ცოდნა, არამედ მეც ყოველდღიურად ვისწავლო რაღაც ახალი თითოეული თანამშრომლისგან.
როგორ ხედავთ სერვისის განვითარების პერსპექტივას? მისი პოტენციალი რომ შეგვიფასოთ ბაზარზე არსებული მომხმარებლის მოლოდინების ჭრილში?
ვფიქრობ, აღნიშნული სერვისისადმი მუდმივად მზარდი ინტერესი იმაზე მეტყველებს, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს ბაზარზე. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მომავალშიც აუცილებლად საჭირო იქნება პრემიალური ხაზი, რადგან მომხმარებლისთვის ბანკირის ჩართულობა, როგორც ფინანსური ნაწილის მართვაში რჩევებისთვის, ასევე საინვესტიციო კუთხით ცნობიერების ამაღლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით მომსახურების ნაწილში ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენციაა, რაც ბუნებრივია მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და პირიქით გვიქმნის დამატებით მოტივაციას, ყოველთვის მომხმარებლის პულსზე გვედოს ხელი.
ჩვენი მხრიდან კი ჩვენი გუნდი მომავალშიც მაქსიმალურად ეცდება, არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ის ხარისხი, რომელსაც დღეს მომხმარებლებს ვთავაზობთ. S