კორონავირუსის პანდემიამ საფონდო ბირჟების მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია. სერიოზული ზიანი მიადგათ ტექნოლოგიურ გიგანტებს და მათ მფლობელებს, რომლებიც Forbes-ს მილიარდერების სიაში არიან. თუმცა, ძალიან მდიდრები ტექნოლოგიების სფეროში კვლავ ტოპ–ადგილებს იკავებენ. 20 უმდიდრესი ადამიანიდან მსოფლიოში ცხრა არის ტექნოლოგიური გიგანტის მფლობელი.
ტექნოლოგიების სფეროში 20 ყველაზე მდიდრის საერთო ქონება $740 მილიარდია, მაშინ როდესაც გასულ წელს $758 მილიარდი იყო.
საერთო ჯამში Forbes-ის 2020 წლის მილიარდერთა სიაში 241 ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენელია.
გთავაზობთ 20 ყველაზე მდიდარ ადამიანს ტექნოლოგიების სფეროში, რომელთა ქონება Forbes-მა 2020 წლის 18 მარტის მონაცემებით დათვალა:
1. ჯეფ ბეზოსი
ქვეყანა: აშშ
ქონება: $113 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: AMAZON
აღსანიშნავია, რომ ჯეფ ბეზოსის ქონება გასულ წელთან შედარებით წელს შემცირდა. ეს ნაწილობრივ მისი ძვირად ღირებული განქორწინების შედეგია, ვინაიდან მან მის ყოფილ ცოლს $36.8 მილიარდის ღირებულების აქციები გადასცა. რაც შეეხება თავად Amazon–ს, კომპანიამ მარტის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ ის 100 000 სრულ და ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ადამიანს დაიქირავებდა, რათა მიწოდების ქსელი გაეძლიერებინა.
2. ბილ გეითსი
ქვეყანა: აშშ
ქონება: $98 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: MICROSOFT
გეითსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მეორე ადამიანია. მან მარტში განაცხადა, რომ Microsoft–ის მმართველთა საბჭოდან მიდიოდა. თებერვალში კი მისმა ფონდმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლისა და ვაქცინის შექმნისთვის $100 მილიონ დოლარს გამოყოფს. გეითსის ქონება 2019 წელთან შედარებით მცირედით გაიზარდა.
3. ლარი ელისონი
ქვეყანა: აშშ
ქონება: $59 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: SOFTWARE
ელისონი მსოფლიოში რიგით მეხუთე ყველაზე მდიდარი ადამიანია, ის Oracle–ის დამფუძნებელია. ელისონი ცოტა ხნის წინ შეუერთდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას, ის მუშაობს მონაცემთა ბაზის შექმნაზე თეთრ სახლთან, საკვებისა და წამლის ადმინისტრაციასთან და ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტებთან ერთად. ელისონი გასული წლის მილიარდერებს შორის მეშვიდე ადგილზე იყო.
4. მარკ ცუკერბერგი
ქვეყანა: აშშ
ქონება: $54 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: FACEBOOK
Facebook–ს3 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. ეს სოციალური ქსელი ახლა განსაკუთრებით გახდა დატვირთული მსოფლიოს დიდ ნაწილში კარანტინის გამოცხადების გამო. ის კომუნიკაციის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა. თავად ცუკერბერგი გასულ წელს რიგით მერვე ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო მსოფლიოში.
5. სტივ ბალმერი
ქვეყანა: აშშ
ქონება: $52,7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: MICROSOFT
ბალმერი ახლა მსოფლიოში 11–ე ყველაზე მდიდარი ადამიანია, მისი ქონება წელს დაახლოებით 9 მილიარდით გაიზარდა.
6. ლარი პეიჯი
ქვეყანა: აშშ
ქონება: $50,9 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: GOOGLE
პეიჯმა Google–ის მფლობელი კომპანია Alphabet–ი გასული წლის დეკემბერში დატოვა. ის აღმასრულებელ დირექტორის პოსტს იკავებდა. თუმცა, ამ დრომდე რჩება კომპანიის საბჭოს წევრად. პეიჯის ქონება გასულ წელთან შედარებით $100 მილიონითაა გაზრდილი.
7. სერგეი ბრინი
ქვეყანა: აშშ
ქონება: $49,1 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: GOOGLE
ბრინმა Alphabet–ის პრეზიდენტის პოსტი დატოვა ასევე დეკემბერში, თუმცა, ის მმართველთა საბჭოში მსხვილი აქციონერია. მისი ქონება 2019 წლის შემდეგ $700 მილიონით შემცირდა.
8. ჯეკ მა
ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: $38,8 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ელექტრონული კომერცია
ჯეკ მამ 2019 წლის სექტემბერში ონლაინ შოპინგის გიგანტი კომპანია Alibaba–ს თავმჯდომარეობის პოსტი დატოვა. ის ახლა მეტწილად დაკავებულია ქველმოქმედებით. მარტში ჯეკ მას ფონდმა განაცხადა, რომ აშშ–ისთვის 1 მილიონ პირბადეს და ნახევარ მილიონ ტესტს უზრუნველყოფდა კორონავირუსის პანდემიის გამო. ამასთან, აპრილის დასაწყისში მისმა ფონდმა ნიუ–იორკს 1000 სასუნთქი აპარატი გაუგზავნა. მისი ქონება გასულ წელთან შედარებით მილიარდნახევარი დოლარით შემცირდა.
9. მა ჰუატენი
ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: $38,1 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ინტერნეტ მედია
სახლში დარჩენილ ჩინელებს ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ მობილური ტელეფონები და მობილურებში ჩაწერილი ონლაინ თამაშები, რომელსაც სწორედ მა ჰუატენის კომპანია უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მისმა კომპანია Tencent–მა $210 მილიონის დონაციის შესახებ განაცხადა, რაც სამედიცინო ინვენტარს მოხმარდება.
10. მაკენზი ბეზოსი
ქვეყანა: აშშ
ქონება: $36 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: AMAZON
მაკენზი ბეზოსი წელს პირველად მოხვდა მილიარდერების სიაში. ვინაიდან მან ჯეფ ბეზოსთან გაყრის შედეგად საკმაოდ სოლიდური ქონება მიიღო AMAZON–ის აქციების სახით.
11. მაიკლ დელი
ქვეყანა: აშშ
ქონება: $22,9 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: DELL
მაიკლ დელის ქონება გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად ამისა, კომპიუტერების მწარმოებელმაი Dell–იმ პირობა დადო, რომ სულ მცირე $4 მილიონს გამოყოფს საავადმყოფოებისა და კორონავირუსთან მებრძოლ ორგანიზაციებისთვის.
12. უილიამ დინ ლეი
ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: $17 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ონლაინ თამაშები
დინ ლეის ქონებაც გასულ წელთან შედარებით $2,3 მილიარდით შემცირდა. ეს ნაწილობრივ კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. ის კომპანია NetEase–ის თავმჯდომარეობს, რომელიც მსოფლიოში ონლაინ თამაშების პლატფორმის ლიდერია.
13. კოლინ ჰუანი
ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: $16,5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ელექტრონული კომერცია
ჰუანი Pinduoduo-ის აღმასრულებელი დირექტორია. თავად კომპანია კი ჩინეთში უმსხვილესი კომპანიაა ელექტრონული კომერციის მიმართულებით.
14. ლოურენ პაუელ ჯობსი
ქვეყანა: აშშ
ქონება: $16,4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: APPLE, DISNEY
პაუელ ჯობსი საქველმოქმედო კომპანიის Emerson Collective–ის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. თუმცა, ის Apple–ის აქციებს ფლობს, რომელიც მას მისმა მეუღლემ სტივ ჯობსმა დაუტოვა.
15. ჟან იამინი
ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: $16,2 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: პროგრამული უზრუნველყოფა
შესაძლოა ჟან იამინი სახელით არ გეცნობოდეთ, თუმცა, მის მიერ შექმნილი აპლიკაცია TikTok–ი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარულია დღეს განსაკუთრებით. მას მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს უკვე.
16. ერიკ შმიდტი
ქვეყანა: აშშ
ქონება: $13,2 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: GOOGLE
შმიდტმა Google–ის მფლობელი კომპანია Alphabet–ის საბჭო 2019 წლის ივნისში დატოვა. ის Google–ის აღმასრულებელი დირექტორიც იყო 2001–2011 წლებში. ამჟამად შმიდტი ეროვნული უსაფრთხოების კომისიას ხელმძღვანელობს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
17. დიტმარ ჰოპი
ქვეყანა: გერმანია
ქონება: $13 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: პროგრამული უზრუნველყოფა
ჰოპი გერმანული ფარმაცევტული კომპანია CureVac–ის უმსხვილესი მეწილეა. აღიშნული კომპანია ახლა კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობს. CureVac–ში აცხადებენ, რომ ვაქცინის კლინიკური გამოცდა სავარაუდოდ ივნისში დაიწყება.
18. ჟან ჟიდუნი
ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: $13 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ინტერნეტ მედია
ჟანი ინტერნეტ კომპანია Tencent–ის მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი იყო 16 წლის განმავლობაში, მანამ ვიდრე მან ეს პოსტი 2014 წელს არ დატოვა. ამჟამად ჟანი კომპანიის 3%–ს ფლობს.
19. ჰასო პლატნერი
ქვეყანა: გერმანია
ქონება: $12,4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: პროგრამული უზრუნველყოფა
პლატნერი ტექნოლოგიური გიგანტის SAP–ის თანადამფუძნებელია. ის დღემდე თავმჯდომარეობს ამ კომპანიას. მას ასევე დაარსებული აქვს Hasso Plattner Institute, სადაც მსურველებს ინტერნეტ ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის შესწავლა შეუძლიათ.
20. შივ ნადარი
ქვეყანა: ინდოეთი
ქონება: $11,9 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: პროგრამული უზრუნველყოფა
ნადარი დამფუძნებელი და თავმჯდომარეა IT–სერვისების კომპანიის HCL Technologies–ს. მან ეს კომპანია საკუთარ ავტოფარეხში ჯერ კიდევ 1970–იან წლებში შექმნა, დღეს კი ერთ–ერთი უმსხვილესი კომპანიაა 137 000 თანამშრომლით.
დატოვე კომენტარი