ჩინეთის შრომისუნარიანი მოსახლეობა 2015 წელს 4,87 მილიონით (0,55%ით) შემცირდა და 911 მილიონი შეადგინა, ნათქვამია ანგარიშში, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ გამოაქვეყნა. მონაცემების თანახმად, 16-დან 59 წლამდე მოსახლეობის რაოდენომა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელან შედარებით, 67%-იდან 66,3%-მდე შემცირდა. 2015 წელს ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებმა 21 ათას 966 იუანს (3,3 ათასი დოლარი) მიაღწია, ზრდა წლიურ ჭრილში 8,9%-ია.
2015 წლის მონაცემებით, ურბანიზაციის მაჩვენებელი ქვეყანაში 56,1%ს აღწევს, რაც 1,33 პროცენტული პუნქტით მეტია 2014 წლის მაჩვენებელზე. ხელისუფლების გეგმების მიხედვით, 2020 წლისათვის, ქალაქებში მცხოვრებთა წილი 60% უნდა იყოს.
დატოვე კომენტარი