იაპონიასა და ჩინეთს შორის 2015 წელს სავაჭრო ბრუნვა 11,8%-ით შემცირდა და 303,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ასეთი მკვეთრი ვარდნა პირველად მოხდა 2009 წლის შემდეგ, როდესაც ბანკი Lehman Brothers-ი ჩამოიშალა. ამ შემთხვევას ანალიტიკოსები და ექსპერტები ხშირად მსოფლიო კრიზისის საწყის წერტილად მიიჩნევენ.
იაპონური იენის ამრიკულ დოლართან მიმართებაში 14,5%-იანმა ვარდნამ 2015 წელს იაპონური პროდუქციის ექსპორტი ჩინეთში 12,3%ით შეამცირა (142,7 მილიარდი დოლარი), იმპორტის კლება კი 11,3% იყო (160,5 მილიარდ დოლარი). ამავე დროს, გაუფასურების გამო, იგივე მაჩვენებლები იაპონურ ვალუტაში ზრდას აჩვენებს.
დატოვე კომენტარი