მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში (2014 წლის 31 დეკემბრიდან 2015 წლის 30 მარტამდე) ლარი დოლარის მიმართ 19.4%-ით გაუფასურდა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი რეგიონის და მსოფლიოს დიდი ქვეყნების ვალუტებიდან ლარზე მეტად მხოლოდ უკრაინული გრივნა (48.1%) და აზერბაიჯანული მანათი (34.6%) გაუფასურდა. ამავე პერიოდში, დოლარის მიმართ გამყარდა რუსული რუბლი (2.3%), სომხური დრამი (0.7%) და იაპონური იენი (0.1%).
დატოვე კომენტარი