2015 წელს ფულადი გზავნილები 361 მილიონი დოლარით შემცირდა

2015 წელს ფულადი გზავნილები 361 მილიონი დოლარით შემცირდა

2015 წელს საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2014 წელთან შედარებით 361 მილიონი დოლარით (25%-ით) შემცირდა, ხოლო 2013 წელთან შედარებით კი 397 მილიონი დოლარით (27%-ით) შემცირდა. 2014 წელს საქართველოში 1 441 მილიონი დოლარი, ხოლო 2015 წელს 1080 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.

საზღვარგარეთ დასაქმებულთა ფულადი გზავნილების კლება ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებამ განაპირობა. 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 277 მილიონი დოლარით (39%-ით) შემცირდა. გზავნილების შემცირების მიხედვით მეორე ადგილზეა საბერძნეთი. 2015 წელს საბერძნეთიდან გზავნილები 87 მილიონი დოლარით (43%-ით) შემცირდა. 18 მილიონი დოლარით (18%-ით) გაიზარდა გზავნილები აშშ-დან, ხოლო ისრაელიდან 9 მილიონი დოლარით (39%-ით).

100 მილიონი დოლარით შემცირდა გზავნილები ევროკავშირის ქვეყნებიდან, რაც მთლიანად საბერძნეთიდან და იტალიიდან შემცირებულ ჩამორიცხვებზე მოდის.

ფულადმა გზავნილებმა შემცირება 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ბოლო 15 თვეში გზავნილები 430 მილიონი დოლარით არის შემცირებული.

ცხრილი – ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით:

მილიონი დოლარი

2014

2015

სხვაობა

სულ

1 440.8

1 080.0

-360.8

რუსეთის ფედერაცია

709.2

432.7

-276.6

საბერძნეთი

204.8

117.8

-87.0

იტალია

121.5

109.1

-12.4

აშშ

82.1

100.0

18.0

თურქეთი

64.3

68.9

4.6

ისრაელი

23.6

32.9

9.3

ესპანეთი

28.0

26.8

-1.3

გერმანია

24.2

26.7

2.4

უკრაინა

30.8

20.9

-10.0

გაერთიანებული სამეფო

15.1

16.0

0.9

საფრანგეთი

11.6

10.9

-0.8

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *