საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს საქართველოს საქონლის ექსპორტი 23%-ით (657 მილიონი დოლარით) შემცირდა, ხოლო იმპორტი – 10%-ით (869 მილიონი დოლარით). 2015 წელს 2.2 მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2014 წელს 2.9 მილიარდი დოლარის. საქართველოს ექსპორტმა შემცირება 2014 წლიდან დაიწყო, აქედან გამომდინარე, 2015 წელს 2013 წელთან შედარებით ექსპორტი 24.3%-ით არის შემცირებული, ხოლო იმპორტი 3.6%-ით.
2015 წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 212 მილიონი დოლარით ნაკლებია.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 20 იანვარს გამოქვეყნდება.
დატოვე კომენტარი