2015 წელს საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 3087 დოლარამდე შემცირდება

2015 წელს საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 3087 დოლარამდე შემცირდება

14 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პროგნოზები გამოაქვეყნა. აღნიშნული კვლევის მიხედვით საქართველოში 2015 წელს ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 3087 დოლარი იქნება. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 3699 დოლარი იყო.

ბუნებრივია, დოლარებში შემოსავლის შემცირებას ლარის კურსის გაუფასურება განაპირობებს. 

ბოლო პერიოდში დოლარის მიმართ სხვა მრავალი ქვეყნის ეროვნული ვალუტაც გაუფასურდა. თუმცა, თუ ვნახავთ ქვეყნების რეიტინგს შემოსავლების მიხედვით, საქართველო აქაც უკუსვლას განიცდის. თუ 2014 წელს 113-ე ადგილს იკავებდა 3699 დოლარით, 2015 წელს 121-ე ადგილს დაიკავებს 3087 დოლარით.

საქართველოსმაჩვენებლები

2012

2013

2014

2015

ადგილი 187 ქვეყანას შორის

117

116

113

121

საშუალო წლიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე (აშშ დოლარი)

3523

3600

3699

3087

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *