2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალი 13.2 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2015 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 42%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.7% იყო, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.5%.
სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. 2014 წლის ბოლოს საგარეო სახელმწიფო ვალი 7.2 მილიარდი ლარი იყო, 2015 წლის ბოლოს კი 10.3 მილიარდი ლარი შეადგინა. 2015 წელს სახელმწიფო საგარეო ვალი დოლარებში 115 მილიონით გაიზარდა, თუმცა, ლარის გაუფასურების გამო, ლარებში გამოხატული საგარეო ვალი 2.5 მილიარდით გაიზარდა. ქვეყნის ეკონომიკის მიმართ ვალის ტვირთის მაჩვენებელს სწორედ ლარში გამოხატული საგარეო ვალი ასახავს და არა დოლარში.
საშინაო ვალი კი 2015 წელს 289 მილიონი ლარით გაიზარდა და 2.9 მილიარდი ლარი შეადგინა.
დატოვე კომენტარი