2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 170 მილიონი დოლარით (7%-ით) შემცირდა. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2015 წლის ბოლომდე სავალუტო რეზერვები 566 მილიონი დოლარითაა შემცირებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის ბოლო ორ თვეში (ნოემბერ-დეკემბერში) სავალუტო რეზერვებს ზრდის ტენდენცია ჰქონდა და ჯამში 74 მილიონი დოლარით გაიზარდა.
2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვმა 2.3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
გრაფიკი – უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვების ტენდენცია:
დატოვე კომენტარი