2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2016 წელს ასაკობრივი პენსია არ გაიზრდება. 2015 წელს პენსიაზე გამოყოფილია 1 390 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წელს პენსიის ხარჯი 90 მილიონი ლარით იზრდება და 1 480 მილიონ ლარს აღწევს. 90 მილიონიან ზრდას იწვევს მიმდინარე წლის სექტემბრიდან 10 ლარით გაზრდილი პენსია და პენსიონერთა რიცხვის ზრდა.
საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 470 მილიონი ლარიდან 570 მილიონამდე იზრდება. 100 მილიონიან ზრდას ფაქტობრივად მიმდინარე წლის საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის გეგმაზე გადაჭარბებით ხარჯვა იწვევს. 2015 წლის საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯების დაახლოებით 80 მილიონით ზრდა იქნება საჭირო.
ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს პარლამენტი დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებს.
დატოვე კომენტარი