საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 1 645 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 5%-ით (81 მლნ დოლარით) მეტია 2015 წლის მონაცემებზე. ცალკე აღებულ 2016 წლის მეოთხე კვარტალში ინვესტიციები 1%-ით (3 მლნ დოლარით) გაიზარდა.
2016 წელს ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ აზერბაიჯანი (578 მლნ დოლარი), თურქეთი (272 მლნ დოლარი) და გაერთიანებული სამეფო (121 მლნ დოლარი).
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში (645 მლნ დოლარი), ენერგეტიკაში (203 მლნ დოლარი) და მშენებლობაში (163 მლნ დოლარი).
გრაფიკი 1. საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მლნ აშშ დოლარი
ცხრილი 1. საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით, მლნ აშშ დოლარი
ქვეყნები | 2014 | 2015 | 2016 |
აზერბაიჯანი | 341 | 550 | 578 |
თურქეთი | 63 | 73 | 272 |
გაერთიანებული სამეფო | 108 | 386 | 121 |
ნიდერლანდები | 374 | 155 | 95 |
ჩეხეთი | 52 | 17 | 93 |
ლუქსემბურგი | 110 | 106 | 79 |
პანამა | 71 | 10 | 78 |
აშშ | 182 | 18 | 45 |
კვიპროსი | -5 | -29 | 38 |
კორეა | 1 | 30 | 31 |
დატოვე კომენტარი