ევროს კურსი შესაძლოა ძალიან მალე 0,8228 დოლარამდე შემცირდეს – განაცხადა Deutsche Bank-ის საუნვესტიციო გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელმა ეკონომისტმა, ულრიხ შტეფანმა სააგენტო Reuters-თან საუბარში.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ევრო დოლარზე იაფი უკვე 2016 წლის იანვარში იქნება. ბაზრის მოთამაშეები ელოდებიან, რომ 15-16 დეკემბერს, დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, შტატების საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება, რაც ევროს კურსზე პირდაპირ აისახება. ამას გარდა, ევროპის ცენტრალური ბანკი კვლავ იაფ ფულს უჭერს მხარს.
დატოვე კომენტარი