2016 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 148 მლნ აშშ დოლარით და მთელი ექსპორტის 15.6 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 75 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 8 პროცენტს უდრის. მესამე ადგილზე ფეროშენადნობებია, რომლის ექსპორტმა 74 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა. ამავე დროს, ფეროშენადნობების ექსპორტი 2015 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 35% არის შემცირებული.
მე-6 ადგილზეა ღვინის ექსპორტი, რომელიც მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში 16%-ით გაიზარდა და 46.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
დატოვე კომენტარი