2017 წელს საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 2 მილიარდი ლარით (40%-ით) გაიზარდა. მათ შორის, ვადიანი დეპოზიტები 944 მლნ ლარით გაიზარდა. დეპოზიტების ზრდაში თავისი წვლილი მთვრობის მიერ კომერციულ ბანკებში დეპოზიტები ზრდამ შეიტანა, დაახლოებით 500 მლნ ლარით.
უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები კი 2017 წელს 306 მლნ დოლარით გაიზარდა. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 66% შეადგინა. ერთი წლის წინ დოლარიზაციის მაჩვენებელი 72.5% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 13.8 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 7 მილიარდი ლარის დეპოზიტი.
2018 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.5%-ია, ერთი წლის წინ 3.1% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.3%-ია, ერთი წლის წინ 7.7% იყო.
გრაფიკი: ლარში განთავსებული დეპოზიტების ზრდის ტენდენცია, მლნ ლარი
დატოვე კომენტარი