2017 წელს, საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები, 2016 წელთან შედარებით, 228 მლნ დოლარით (20%-ით) გაიზარდა. 2016 წელს საქართველოში 1 151 მლნ დოლარი, ხოლო 2017 წელს 1 379 მლნ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოში ფულადი გზავნილების მხრივ რეკორდული წელი 2013 იყო, როდესაც 1 477 მლნ დოლარი გადმოირიცხა.
ამავე დროს, 2017 წელს, საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობაც გაიზარდა. 2016 წელთან შედარებით 14.7 მლნ დოლარით მეტი გადაირიცხა, ჯამში 209 მლნ დოლარი.
საზღვარგარეთ დასაქმებულთა ფულადი გზავნილების ზრდა ძირითადად რუსეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან და იტალიიდან გადმორიცხვების ზრდამ განაპირობა. 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, რუსეთიდან 61 მლნ დოლარით მეტი გადმოირიცხა, ისრაელიდან 58 მლნ დოლარით მეტი, თურქეთიდან და იტალიიდან კი 20-20 მლნ დოლარით მეტი.
ცხრილი: ქვეყნები საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, მლნ აშშ დოლარი
| ქვეყანა | 2017 | 2016 | სხვაობა |
1 | რუსეთის ფედერაცია | 455 | 394 | 61 |
2 | იტალია | 143 | 121 | 22 |
3 | აშშ | 142 | 128 | 14 |
4 | საბერძნეთი | 141 | 125 | 17 |
5 | ისრაელი | 119 | 61 | 58 |
6 | თურქეთი | 109 | 87 | 22 |
7 | ესპანეთი | 36 | 31 | 5 |
8 | გერმანია | 34 | 30 | 4 |
9 | უკრაინა | 26 | 21 | 5 |
10 | გაერთიანებული სამეფო | 16 | 17 | -1 |
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
დატოვე კომენტარი