2017 წლის იანვარ-მარტში თბილისში მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე 1079 ნებართვა გაიცა. საქსტატის მიერ ფორბსისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში საქართველოში პირველ კვარტალში 2168 ნებართვა გაიცა.
თბილისში გაცემული ნებართვებიდან, 834 საცხოვრებელ სახლზე გაიცა, 43 სავაჭრო ობიექტზე, 10 ნებართვა კი კაფე-ბარსა და რესტორანზე. 21 ნებართვა გაიცა თბილისში სასტუმროს მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე, სამრეწველო და სასაწყობე ობიექტის მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე – 51 ნებართვა.
გარდა ამისა, 2017 წლის I კვარტალში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობების მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე გაცემულია 17 ნებართვა.
დატოვე კომენტარი