საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ტოპ-10 კომპანიის სია გამოაქვეყნა, 2017 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ბრუნვის მიხედვით.
10 უმსხვილესი კომპანია უცხოური ინვესტიციების კუთხით შემდეგია:
- სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია
- შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
- შპს მტკვარი ჰოლდინგი
- ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში (კომპანიის საქმიანობის სფეროს ნავთობსადენების და გაზსადენების მშენებლობა, ასევე სარემონტო სამუშაოები წამოადგენს)
- სს მეტრო ავრასია ჯორჯია (კომპანია სამშენებლო, უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და გადაზიდვების სფეროში მოღვაწეობს)
- სს ენერგო-პრო ჯორჯია
- BP Group
- შპს მაგთიკომი
- IDC ბორჯომი
- Rakeen Uptown Development
საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 861.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 16.2 პროცენტით (259.1 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა. აღნიშნული ინფორმაცია ეფუძნება საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სტატისტიკური გამოკვლევის, ასევე, საწარმოთა კვარტალური სტატისტიკური გამოკვლევის შედეგებს.
ტოპ-10 კომპანია ბრუნვის მიხედვით 2017 წელს შემდეგი იყო:
- ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში
- სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი
- სს ენერგო-პრო ჯორჯია – საქმიანობა: ელექტროენერგიის წარმოება ჰიდროელექტროსადგურების მიერ
- შპს მარსი – საქმიანობა: აზარტული თამაშების საქმიანობები
- შპს სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი – საქმიანობა: ბუნებრივი აირის რეალიზაცია
- შპს სოკარ ჯორჯია გაზი – საქმიანობა: ბუნებრივი აირის რეალიზაცია, ბუნებრივი აირით მომარაგება, განაწილება
- შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით
- შპს სუპერბეთი 2014 – (კრისტალ ბეთი, ლიდერბეთი) – საქმიანობა: აზარტული თამაშების საქმიანობები
- შპს ჩემპიონები 111 – საქმიანობა: აზარტული თამაშების საქმიანობები
- შპს ჯორჯიან მანგანეზი – საქმიანობა: თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება
სია არ მოიცავს სადაზღვევო კომპანიებს, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საფინანსო საწარმოებს. ამასთან კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
დატოვე კომენტარი