საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 2 518 ობიექტის მშენებლობა დასრულდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 404 ერთეულით (14%-ით) ნაკლებია. 2018 წელს ჯამში 2 091 861 მ2-ის ობიექტების მშენებლობა დასრულდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 106 448 მ2-ით (5%-ით) ნაკლებია.
გრაფიკი: დასრულებული მშენებლობების ფართობი, მ2
2018 წელს დასრულებული მშენებლობების ფართობის 59% თბილისზე მოდის, 15% კი აჭარაზე. შემდეგი ყველაზე დიდი წილის მქონე რეგიონი კახეთია 5%-ით.
რეგიონი | 2018 | |
რაოდენობა | ფართობი, მ2 | |
საქართველო – სულ | 2518 | 2091861 |
თბილისი | 744 | 1229317 |
აჭარის არ | 116 | 307967 |
გურია | 66 | 58369 |
იმერეთი | 235 | 99027 |
კახეთი | 385 | 110112 |
მცხეთა-მთიანეთი | 221 | 80825 |
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი | 26 | 5648 |
სამეგრელო-ზემო სვანეთი | 157 | 37961 |
სამცხე-ჯავახეთი | 123 | 69456 |
ქვემო ქართლი | 282 | 57398 |
შიდა ქართლი | 163 | 35781 |
დატოვე კომენტარი