2018 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვების რაოდენობა შემცირდა

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 10 204 მშენებლობის ნებართვა გაიცა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 291 ერთეულით (3%-ით) ნაკლებია. სამშენებლო ფართობის მიხედვით, 2018 წელს 6.2 მლნ მ2-ზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, ხოლო 2017 წელს 6.5 მლნ მ2-ზე.

მშენებლობის ნებართვა ყველაზე მეტ ფართობზე 2014 წელს გაიცა 8.4 მლნ მ2-ზე. მას შემდეგ კი კლების ტენდენციაა.

გრაფიკი: მშენებლობის ნებართვები სამშენებლო ფართობის მიხედვით, მლნ მ2

2018 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვების 41% (ფართობის მიხედვით) თბილისზე მოდის, თუმცა 2017 წელთან შედარებით 783 ათას მ2-ით (24%-ით) ნაკლებ ფართობზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მნიშვნელოვანი ზრდაა აჭარაში გაცემულ მშენებლობის ნებართვებში, სადაც 2018 წელს 468 ათას მ2-ზე მეტ ფართობზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, ვიდრე 2017 წელს.

ცხრილი: მშენებლობის ნებართვები სამშენებლო ფართობის მიხედვით, ათასი მ2

რეგიონი

2017

2018

ცვლილება

თბილისი

3302

2518

-783

აჭარის არ

1836

2304

468

იმერეთი

322

379

57

ქვემო ქართლი

324

265

-60

კახეთი

120

173

53

მცხეთა-მთიანეთი

111

167

56

სამცხე-ჯავახეთი

98

167

69

შიდა ქართლი

158

98

-59

სამეგრელო-ზემო სვანეთი

176

83

-94

გურია

37

40

3

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

11

12

1

წყარო: საქსტატი

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".