საქართველოს ეროვნულო ბანკის მონაცემებით, 2018 წლის ბოლოს საქართველოში 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და 1 020 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი იყო. 2017 წლის შემდეგ მიკროსაფინანსოების რიცხვი 8 ერთეულით, ხოლო ვალუტის გადამცვლელ პუნქტების 106 ერთეულით შემცირდა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 2017 წლის ივნისიდან მცირდება და ჯამში 21 ერთეულით შემცირდა. შემცირება ძირითადად რეგულაციების გამკაცრებას უკავშირდება.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობა მაქსიმუმს 1 627-ს 2010 წელს აღწევდა. 2010-დან 2012 წლამდე კლების ტენდენცია ჰქონდა, 2013 წლიდან 2016 წლამდე კი გადამცვლელი პუნქტების რაოდენობა მატულობდა და მაქსიმუმს (1 206) 2016 წლის ივნისში მიაღწია.
დატოვე კომენტარი