ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად, სადაზღვევო კომპანიების მოგება გაიზარდა.
2018 წელს, საქართველოში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა 42.1 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. შედარებისთვის, 2017 წელს კომპანიების წმინდა მოგება 20.3 მლნ ლარი იყო, 2016 წელს 18.8 მლნ ლარი, 2015 წელს კი 2.6 მლნ ლარი. 2018 წლის მაჩვენებელი ასევე აღემატება 2014 წლისას, როდესაც სადაზღვევო კომპანიებმა 40.3 მლნ ლარის მოგება მიიღეს.
2018 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 542.20 მილიონი ლარი, რაც დაახლოებით 100 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის მონაცემს.
გაზრდილია სადაზღვევო კომპანიების როგორც აქტივები, ასევე კაპიტალი (743 მლნ და 221 მლნ ლარი).
მოზიდული სადაზღვევო პრემიები კომპანიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
დატოვე კომენტარი