გასულ წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 3.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. წინა წელთან შედარებით, შემოსავლები 500 მილიონი დოლარითაა გაზრდილი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, წლის განმავლობაში ყველაზე მეტი შემოსავალი აგვისტოში დაფიქსირდა – 442.9 მილიონი დოლარი. 2017 წელთან შედარებით, შემოსავლები წლიურად ყველაზე მეტად აპრილში გაიზარდა, როდესაც ზრდამ 33.4% შეადგინა.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წლებია, უცხოელი ვიზიტორების მატებასთან ერთად, იზრდება და თუკი გასულ წელს შემოსავალი $2.7 მილიარდს შეადგენდა, 2016-ში ეს მაჩვენებელი 2.1 მილიარდი დოლარი, ხოლო 2015-ში კი 1.93 მილიარდი დოლარი იყო.
დატოვე კომენტარი