დემოგრაფიულ საკითხებზე მსჯელობა საქართველოში მუდმივად აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.
პოლიტიკასა თუ საზოგადოების სხვადასხვა შრეში ამ თემაზე ცხარე საუბრები თითქმის არასდროს ცხრება, თუმცა რეალურ მონაცემებსა და სტატიტიკურ მაჩვენებელებს ძალიან ცოტა თუ იცნობს. სწორად ამიტომ, Forbes-ის ამ ნომერში გასული წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების მიმოხილვა განვიზრახეთ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, შეგიძლიათ ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენციები იხილოთ. საკითხის შესწავლის დროს არაერთი მნიშვნელოვანი მიგნება გამოიკვეთა, მაგალითად, ჩვილი და 5 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის კლება, რეგისტრირებული ქორწინებების 2%-ით შემცირება და სხვა მრავალი საინტერესო ტენდენცია. შენიშვნის სახით აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს კვლევა საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ნაწილებში არსებულ პირობებს ასახავს და, სამწუხაროდ, არ მოიცავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.
დატოვე კომენტარი