Times Higher Education 2018 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების სიას აქვეყნებს. წელს პირველად, მსოფლიოს საუკეთეს უნივერსიტეტების პირველ ორ ადგილს ბრიტანული იკავებს, – OXFORD-ის უნივერსიტეტმა უკვე მეორედ მიიღო მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის ტიტული, ხოლო Cambridge-ის უნივერსიტეტი მეოთხე პოზიციიდან მეორეზე დაწინაურდა.
მსოფლიოს საუკეთესო 200 უნივერსიტეტიდან ნახევარი ევროპულია. რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს ჩინურმა უმაღლესმა სასწავლებლებმაც, – 2018 წლის სიის პირველ 30 უნივერსიტეტში 2 ჩინური მოხვდა.
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების პირველი ათეული შემდეგია:
University of Oxford – გაერთიანებული სამეფო
University of Cambridge – გაერთიანებული სამეფო
California Institute of Technology – ამერიკის შეერთებული შტატები
Stanford University – ამერიკის შეერთებული შტატები
Massachusetts Institute of Technology – ამერიკის შეერთებული შტატები
Harvard University – ამერიკის შეერთებული შტატები
Princeton University – ამერიკის შეერთებული შტატები
Imperial College London – გაერთიანებული სამეფო
University of Chicago – ამერიკის შეერთებული შტატები
ETH Zurich – შვეიცარია
Times Higher Education World University Rankings-ის მსოფლიოს უნივერსიტეტების 2018 წლის რანჟირებაში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 5 პროცენტში მოხვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. მსოფლიოს საუკეთესო 1500-ზე მეტ გლობალურ-კვლევით უნივერსიტეტს შორის თსუ 1001+ ადგილს იკავებს და რანჟირების ჩამონათვალში კვლავ ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან და რეგიონიდან.
Times Higher Education World University Rankings-ის შეფასების კრიტერიუმი 5 ძირითად სფეროს მოიცავს:
• სწავლება (სასწავლო გარემო): 30%
• კვლევა (რაოდენობა, შემოსავალი და რეპუტაცია ): 30%
• ციტირება (კვლევის გავლენა): 30%
• საერთაშორისო ცნობადობა (პერსონალი, სტუდენტები და კვლევა): 7,5%
• ინდუსტრიული შემოსავალი (გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვა) 2,5%
Times-ის რანჟირება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რანჟირებაა, 14-წლიანი გამოცდილებით.
დატოვე კომენტარი