2019 წლის "ფორბსის" 30 Under 30 - კატეგორია “სპორტი“

2019 წლის "ფორბსის" 30 Under 30 - კატეგორია “სპორტი“

წარმოგიდგენთ 2019 წლის Forbes 30 Under 30-ის რჩეულებს კატეგორიაში “სპორტი“.

Forbes 30 Under 30-ის წევრები ის წარმატებული ახალგაზრდები არიან, რომლებიც თავიანთი ძალისხმევით და ენთუზიაზმით წარმატებას აღწევენ და ჩვენი მომავლის ამინდს ქმნიან.

პროექტი მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30-წლამდე ასაკში მიაღწიეს. ამ სიის წევრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, მაგრამ მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი მიზანდასახულები და ენერგიულები არიან, აქვთ თავიანთი ხედვა და სტრატეგია.

წარმოგიდგენთ 2019 წლის Forbes 30 Under 30-ის რჩეულებს კატეგორიაში “სპორტი“.

გამარჯვებულები:

გოგა ბითაძე, 20

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და NBA-ის კლუბის “ინდიანა პეისერსის” ცენტრი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი, 27

საქართველოს პირველი ჩოგანი.

გურამ თუშიშვილი, 25

მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში.

ლაშა ბექაური, 19

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში ახალგაზრდებს შორის.

ბექა ლომთაძე, 29

მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის.

ნინო ოძელაშვილი, 29

მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში.

თორნიკე შენგელია, 28

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და “სასკი ბასკონიას” მძიმე ფორვარდი.

გიორგი რევია, 26 და მარია კაზაკოვა, 18

ფიგურული მოციგურავეები. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები ზამთრის სახეობებში.

ნინო პასიკაშვილი, 28

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი

ფოკუსში:

გოგა ბითაძე, 20

NBA-ის თამაშის ყურების დროს ყველა ბავშვი კალათბურთელობაზე ოცნებობს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ ბაზისური უნარების ფლობა არ კმარა. იმისათვის, რომ გამორჩეული და წარმატებული კალათბურთელი იყო, დაუღალავი შრომა და თავდადება, ლიმიტის ზღვართან მისვლა და შემდეგ ამ ლიმიტის მიერ დაწესებული საზღვრის გადალახვაა აუცილებელი.

ეს გოგა ბითაძის ისტორიაა. ოცი წლის ქართველი კალათბურთელი დღეს NBA-ის მოთამაშე და Indiana Pacers-ის მეთვრამეტე ნომერია.

მისი სახელი მსოფლიო საკალათბურთო ასპარეზზე ხშირად ჟღერს. 2019 წელს გოგა ბითაძეს მიღებული აქვს ისეთი ჯილდოები, როგორიც არის: EuroLeaugue Rising Star-ი, Montenegrin Cup-ი, Serbian Super League MVP, Adriatic League MVP, All – Adriatic League Team-ი, Adriatic League Top Prospect-ი, Adriatic League blocks leader-ი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლამდე ქართველი კალათბურთელების გვარები NBA-ის დრაფტზე სულ ხუთჯერ დასახელდა: 1998 წელს – ვლადიმერ სტეფანია, 2002 წელს – ნიკოლოზ ცქიტიშვილი, 2003 წელს – ზაზა ფაჩულია, 2004 წელს – ვიქტორ სანიკიძე, 2012 წელს – თორნიკე შენგელია.

2019 წელს კი უკვე მეექვსედ გაიჟღერა ქართველი კალათბურთელის სახელმა და ეს კალათბურთელი გოგა ბითაძე იყო.

ჟიურის წევრები:

ტატო ბაციკაძე – სპორტული კომენტატორი, სილქ სპორტი.

გიორგი ზურაბიშვილი – სპორტული მიმომხილველი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *