2019 წლის "ფორბსის" 30 Under 30 - კატეგორია “წარმოება და ინდუსტრია”

2019 წლის "ფორბსის" 30 Under 30 - კატეგორია “წარმოება და ინდუსტრია”

წარმოგიდგენთ 2019 წლის Forbes 30 Under 30-ის რჩეულებს კატეგორიაში “წარმოება და ინდუსტრია”.

Forbes 30 Under 30-ის წევრები ის წარმატებული ახალგაზრდები არიან, რომლებიც თავიანთი ძალისხმევით და ენთუზიაზმით წარმატებას აღწევენ და ჩვენი მომავლის ამინდს ქმნიან.

პროექტი მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30-წლამდე ასაკში მიაღწიეს. ამ სიის წევრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, მაგრამ მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი მიზანდასახულები და ენერგიულები არიან, აქვთ თავიანთი ხედვა და სტრატეგია.

წარმოგიდგენთ 2019 წლის Forbes 30 Under 30-ის რჩეულებს კატეგორიაში “წარმოება და ინდუსტრია”.

გამარჯვებულები:

ქრისტინე ლორთქიფანიძე, 28

ანოვა, თანადამფუძნებელი

რატი ღოლიჯაშვილი, 29

ბიოქიმფარმი, აღმასრულებელი დირექტორი

სოსო ბერიძე, 29

დომსონს ინჯინიარინგ, აღმასრულებელი დირექტორი

გიორგი ჭანტურია, 26

შპს “ხვანჭკარა”, დირექტორი

ირაკლი შონია, 29

Element Construction LLP, დირექტორი

თამარ მენთეშაშვილი, 27

Jiao Tong University Blockchain Hub, დამფუძნებელი

————–

ფოკუსში:

ქრისტინე ლორთქიფანიძე, 28

ქრისტინე ლორთქიფანიძე წარმოებისა და ინდუსტრიის კატეგორიის გამორჩეული წარმომადგენელია. ის არის კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია “ანოვას” თანადამფუძნებელი.

კომპანია 2017 წელს შეიქმნა და მის მიზანს საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

“ანოვა” თანამშრომლობს საბანკო და საფინანსო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ბიზნესთან, რომელთაც ბაზარზე ოპერირების სტრატეგიების შემუშავება სჭირდებათ. “ანოვა” კომპანიებს კვლევების საფუძველზე მიღებული შედეგების მიხედვით ახალი პროდუქტებისა და სერვისების პოტენციალის განსაზღვრაში ეხმარება.

2019 წელს კომპანიამ ინფრასტრუქტურის განვითარებაში განახორციელა ინვესტიცია და რაოდენობრივი კვლევები სრულად განაახლა CATI და CAPI სისტემით.

————–

ჟიურის წევრები:

რევაზ ვაშაკიძეჩირინა, დამფუძნებელი.

ავთანდილ გოგოლიCAPITAL LOCUS, დამფუძნებელი.

ნინო ზამბახიძესაქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ხელმძღვანელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *