2019 წლის "ფორბსის" 30 Under 30 - კატეგორია "ხელოვნება, კულტურა და სტილი“

2019 წლის "ფორბსის" 30 Under 30 - კატეგორია "ხელოვნება, კულტურა და სტილი“

წარმოგიდგენთ 2019 წლის Forbes 30 Under 30-ის რჩეულებს კატეგორიაში “ხელოვნება, კულტურა და სტილი”.

Forbes 30 Under 30-ის წევრები ის წარმატებული ახალგაზრდები არიან, რომლებიც თავიანთი ძალისხმევით და ენთუზიაზმით წარმატებას აღწევენ და ჩვენი მომავლის ამინდს ქმნიან.

პროექტი მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30-წლამდე ასაკში მიაღწიეს. ამ სიის წევრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, მაგრამ მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი მიზანდასახულები და ენერგიულები არიან, აქვთ თავიანთი ხედვა და სტრატეგია.

წარმოგიდგენთ 2019 წლის Forbes 30 Under 30-ის რჩეულებს კატეგორიაში “ხელოვნება, კულტურა და სტილი”:

გამარჯვებულები:

ქეთევან ქართველიშვილი, 25

The Georgian Six, მომღერალი

მარიამ კაჭარავა, 21

Socialsharks, დიზაინერი

გვანცა ჯიშკარიანი, 28

Patara Gallery, თანადამფუძნებელი

თაკო ჭაბუკიანი, 29

Pragmatika Design Studio, დამფუძნებელი

ალექსანდრე ვასილ იმნაძე, 30

GWM / Haval Advance Design Studio Shanghai, სინიორ დიზაინ მენეჯერი

ანა-ნანა ჩიკვილაძე, 23

ANA N ANA, დიზაინერი

მარიამ (მუსია) ქებურია, 28

Musya`s Art, დამფუძნებელი

ერეკლე გეწაძე, 28

Composer Squad, მუსიკოსი

ანა ჩუბინიძე, 30

ჯიბის სტუდია, პროდიუსერი/რეჟისორი

დიმიტრი გოდერძიშვილი, 23

Geo-Astro, თანადამფუძნებელი

—————-

ფოკუსში:

ქეთევან ქართველიშვილი, 25

მუსიკა მხოლოდ ხმით, ინსტრუმენტების გარეშე – ეს აკაპელაა. თავდაპირველად აკაპელა მარტო საგალობლებში გვხვდებოდა, თუმცა ეს ჟანრი მალე განვითარდა და მეოცე საუკუნის დასაწყისში საესტრადო სცენაზე გამოჩნდა. მას ძირითადად ოთხი ადამიანისგან შემდგარი გუნდი ასრულებდა. ხმათა ჰარმონიული გადანაწილებით იწყებოდა მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელთა ხმებით შექმნილი მუსიკალური თავგადასავალი.

თანდათანობით აკაპელამ საკუთარი ინსტრუმენტები “შექმნა”. დღეს აკაპელას შემსრულებელი ანსამბლი მსმენელს ინსტრუმენტების არარსებობას ავიწყებს და მათ ხმათა სიმფონიაში მოგზაურობას სთავაზობს.

სწორედ ამ გასაოცარი ჟანრის შემსრულებელია ქეთევან ქართველიშვილი, მომღერალ-მსახიობი. აღსანიშნავია, რომ ის პროფესიით დირიჟორია. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, სადირიჟორო განხრით.

ქეთევან ქართველიშვილი არის აკაპელა ჯაზ-ანსამბლ The Georgian Six-ის სოლისტი და, ამავე დროს, სოლო-შემსრულებელი. ანსამბლთან ერთად მას მიღებული აქვს მონაწილეობა ისეთ ფესტივალებში, როგორიცაა: ავსტრიული საერთაშორისო ფესტივალი Vocal total-ი, ბუქარესტის საერთაშორისო ფესტივალი, საერთაშორისო ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” და ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი, თბილისის ბაროკოს ფესტივალი.   

—————–

ჟიურის წევრები:

ქეთევან შავგულიძე – გამოფენის კურატორი.

მაგდა გურული – არტისტერიუმი, თანამედროვე ხელოვნების კურატორი.

დათო ევგენიძე – მუსიკოსი.

ბესო ხაინდრავა – ქოლგა, დამფუძნებელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *