თუკი საფონდო ბირჟის მონაცემებს გადავავლებთ თვალს ნათელი გახდება, რომ 2019 წელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო კომპანიებისათვის. ამერიკულმა Forbes-მა 2019 წლის ათი ყველაზე მოგებიანი კომპანია დაასახელა, მათმა საერთო ზრდამ 2 ტრილიონი აშშ დოალრი შეადგინა.
კომპანია Apple-ის აქციების საბაზრო ღირებულება 497 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა და თითქმის 1.25 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. მისმა აქციებმა 2019 წლის მეორე ნახევარში ახალ რეკორდული მაჩვენებელი აჩვენა. კომპანიამ კარგი შემოსავლeბი მიიღო ასევე პროდუქციის გაყიდვებიდან და Apple TV +-დან.
Microsoft-მა, ერთ-ერთმა ყველაზე მაღალტექნოლოგიურმა გიგანტმა, საბაზრო კაპიტალი 408 მილიარდი დოლარით გაზარდა და ჯამში 1,19 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
Google-ის საბაზრო კაპიტალი 214 მილიარდი დოლარით გაიზარდა და თითქმის 934 მილიარდ დოლარას მიაღწია.
Facebook-მა საბაზრო ღირებულება 213 მილიარდი დოლარით გაზარდა და 587 მილიარდი დოლარი შეადგინა. მას შემოსავლების ზრდაში დაეხმარა Instagram-ი და WhatsApp-ი.
Amazon-ის საბაზრო ღირებულება წელს თითქმის 150 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 887 მილიარდ დოლარს მიაღწია.
JP Morgan-იც (111 მილიარდი დოლარი) მოხვდა იმ კომპანიების რიცხვში, რომლის აქციებიც მკვეთრად გაიზარდა აღნიშნული წლის განმავლობაში. ასევეა ფინანსური მომსახურების კომპანიები, როგორიცაა Visa (115 მილიარდი აშშ დოლარი) და Mastercard-ი (106 მილიარდი აშშ დოლარი).
კომპანიების ტოპ ათეულში შედის: Disney (100 მილიარდი დოლარი), რომელმაც შემოდგომაზე დაიწყო ახალი და ძალიან წარმატებული პროექტი Disney + . ათეულშია Procter & Gamble (82 მილიარდი დოლარი), კომპანიამ შეამცირა ხარჯები, რამაც პოზიტიური გავლენა მოახდინა კომპანიაზე.
წარუმატებელი კომპანიების ათეული ასე გამოიყურება: DuPont-ი (-$34 მილიარდი); Pfizer-ი (- $33 მილიარდი); Walgreens Boots Alliance (- $13.1 მილიარდი); Occidental Petroleum (- $11.5 მილიარდი); 3M (-$10.7 მილიარდი); Simon Property Group(-$7.4 მილიარდი); Abiomed (-$7.0 მილიარდი); Abiomed (-$7.0 მილიარდი); Biogen (-$5.6 მილიარდი), DXC Technology (- $4.7 მილიარდი). ამ კომპანიების ჯამურმა ზარალმა 140 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
წყარო: Forbes
დატოვე კომენტარი