2020 წელს საქართველოს ექსპორტი 12 პროცენტით შემცირდა

2020 წელს საქართველოს ექსპორტი 12 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს საქონლის ექსპორტი 12%-ით (456 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 16%-ით (1,511 მლნ დოლარით) შემცირდა. სავაჭრო ბრუნვამ 11.4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2020 წელს ჯამში 3.3 მილიარდი დოლარის ექსპორტი და 8 მილიარდი დოლარის იმპორტი განხორციელდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე მილიარდი დოლარით ნაკლებია.

ცალკე აღებულ დეკემბრის თვეში ექსპორტი და იმპორტი 18-18%-ით შემცირდა.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 20 იანვარს გამოქვეყნდება.

გრაფიკი: საქართველოს ექსპორტი, მილიარდი დოლარი

          

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *