საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში 617 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 53%-ით (694 მლნ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მონაცემებზე.
ცალკე აღებულ 2020 წლის მეოთხე კვარტალში, 2019 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 467 მლნ დოლარით შემცირდა და -103 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნიდან ინვესტიციები გავიდა. შემცირების მთავარი მიზეზი რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლაა, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 295 მლნ აშშ დოლარით შეამცირა.
2020 წელს ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული სამეფო (308 მლნ დოლარი), ნიდერლნდები (172 მლნ დოლარი) და თურქეთი (108 მლნ დოლარი).
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში (400 მლნ დოლარი), სამთომომპოვებელ მრეწველობაში (102 მლნ დოლარი) და უძრავ ქონებაში (72 მლნ დოლარი). ინვესტიციები ყველაზე მეტად სასტუმროებში და რესტორნებში შემცირდა – 342 მლნ დოლარით, რაც ძირითადად აქტივების საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლითაა გამოწვეული.
დატოვე კომენტარი