გამოცემა Technologyreview-ი გვთავაზობს წლის განმავლობაში ტექნოლოგიების სფეროში მოსალოდნელ 10 წინსვლას, რაც მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება მსოფლიოს. ამ სტატიაში საუბარი არა ე.წ გაჯეტებზე, არამედ იმ გარღვევებზე, რაც ჩვენს ცხოვრებას თუ მუშაობას მნიშვნელოვნად შეცვლის.
ინტერნეტი, რომელზეც კიბერთავდასხმა ვერ განხორციელდება
კვანტურ ფიზიკაზე დაფუძნებული ინტერნეტი, რომელიც მალე იქნება ხელმისაწვდომი, ონლაინკომუნიკაციას უსაფრთხოს გახდის. ნიდერლანდებში დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჯგუფი სტეფანი ვეჰნერის ხელმძღვანელობით, მუშაობს ქსელის შექმნაზე, რომელიც ქვეყანაში ოთხ ქალაქს ერთმანეთთან დააკავშირებს სრულად კვანტური ტექნოლოგიების გამოყენებით. შედეგად მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტით გაგზავნილი შეტყობინებები დაცული იქნება ჰაკერული შეტევებისგან.
როგორც გუნდის ხელმძღვანელი ამბობს, მსგავსი ინტერნეტის შექმნა უახლოეს 5-6 წელიწადში იქნება შესაძლებელი, ხოლო მსოფლიო კვანტურ ქსელზე ათწლეულის ბოლოდან შეძლებს გადასვლას.
ჰიპერ-პერსონიფიცირებული მედიცინა
აქ საუბარია იშვიათი დაავადებების განკურნებაზე. კერძოდ, ახალი კლასის ნივთიერებებზე, რომელიც გამოიყენება პერსონიფიცირებულად ადამიანის გენებზე. კერძოდ, ჩნდება შანსი იბრძოლო ძალიან იშვიათი დაავადების წინააღმდეგაც, რომელიც შესაძლოა გამოწვეულია რომელიმე კონკრეტული DNA შეცდომის გამო, რაც შეიძლება ათასობით არსებობდეს.
ამის ერთი მაგალითი უკვე არსებოს: პატარა გოგონა მილა მაკოვესისთვის, რომელიც უიშვიათესი გენეტიკური მუტაციის შედეგად დაავადებით იტანჯებოდა, სპეციალურად შეიქმნა წამალი. ეს იყო გასული წლის ოქტომბერში. მკურნალობამ მილა ვერ გამოაჯანმრთელა, თუმცა, მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.
ციფრული ფული
გასულ წელს Facebook-მა შექმნა პირველი მსოფლიო ციფრული ვალუტა Libra. ამ იდეამ მსოფლიო შეაშფოთა. საბოლოოდ, ციფრულმა ვალუტამ ფუნქციონირება ვერ დაიწყო, თუმცა, მას შემდეგ რაც Facebook-მა განაცხადა მისი შექმნის შესახებ, ჩინეთის სახალხო ბანკის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ისინიც აუცილებლად იმუშავებდნენ თავიანთი ციფრული ვალუტის განვითარებაზე.
ჩინეთის ლიდერებმა Libra-ში დაინახეს საფრთხე. Facebook-ის ციფრული ვალუტა გეოპოლიტიკური მასტიმულირებელი გახდა. გასული წლის ოქტომბერში, მარკ ცუკერბერგმა პირობა მისცა ამერიკის კონგრესს, რომ Libra „ამერიკის ფინანსურ ლიდერობას კიდევ უფრო გააფართოვებს, ასევე დემოკრატიულ ღირებებულებებს და
მსოფლიოს მასშტაბით ზედამხედველობას გააძლიერებს“. ასე რომ, ციფრული ფულის ომი უკვე დაწყებულია.
დაბერების საწინააღმდეგო საშუალებები
დაბერების საწინააღმდეგო საშუალებების პირველი ნაწილის ადამიანებზე გატესტვა უკვე დაიწყო. ეს მედიკამენტები უფრო დიდხანს ცხოვრების საშუალებას არ მოგცემთ, თუმცა, შეანელებს დაბერების პროცესს.
მედიკამენტებს, რომელსაც „სენოლიტიკებს“ უწოდებენ, იმ ცალკეული უჯრედების განადგურებას უწყობს ხელს, რომლებიც დაბერებას იწვევს.
ხელოვნური ინტელექტის მიერ აღმოჩენილი მოლეკულები
მოლეკულები, რომლებიც შესაძლოა პოტენციურად გამოყენებული იქნეს სიცოცხლის გადასარჩენად, ძალიან ბევრია: მკვლევარების მოსაზრებით, მათ რიცხვი დაახლოებით 1060-ია. ეს იმაზე მეტია, ვიდრე მზის სისტემაში ატომების რაოდენობა. რაც იმას ნიშნავს, რომ ქიმიური შესაძლებლობები უსაზღვროა, თუმცა, მხოლოდ ქიმიკოსებს მათი აღმოჩენა არ შეუძლიათ. ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტის წყალობით შესაძლებელია არსებული მოლეკულების აღმოჩენა, მათი ნიშანთვისებების გამოკვლევა და აღნიშნული ინფორმაციის ახალი შესაძლებლობების გენერირებისთვის გამოყენება.
ხელოვნური ინტელექტი ამ პროცესს უფრო სწრაფს და იაფს გახდის. გასული წლის სექტემბერში ტორონტოს უნივერსიტეტისა და ჰონგ-კონგში დაფუძნებული Insilico Medicine-ის მკვლევარებმა საკმაოდ დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგეს იმ კუთხით, რომ დაამტკიცონ, რომ ხელოვნური ინტელექტის წყალობით ნაპოვნი რამდენიმე ნივთიერების სინთეზი წარმატებულია.
სატელიტური მეგა-თანავარსკვლავედები
თანამგზავრებს შეუძლიათ ინტერნეტტერმინალების დაკავშირების განვითარებას ხელი შეუწყონ. იმის გამო, რომ აღნიშნულ ტერმინალებს მოწმენდილი ცის ხედი აქვთ, მათ შეუძლიათ ინტერნეტის მიწოდება ნებისმიერი ახლოსმდებარე მოწყობილობისთვის. მხოლოდ SpaceX-ს სურს, რომ გაგზავნოს 4,5-ჯერ მეტი თანამგზავრი ორბიტაზე მიმდინარე ათწლეულის განმავლობაში.
მსგავსი მეგა-თანვარსკვლავედების გაშვება განხორციელებადია, ვინაიდან ჩვენ ვიცით უკვე თუ როგორ შევქმნათ მცირე ზომის თანამგზავრები და გავაგზავნოთ ისინი უფრო იაფად. წლების წინ სატელიტის გაშვება ნახევარ კილოგრამზე დაახლოებით 24,800 დოლარი ღირდა, შესაბამისად მცირე ზომის თანამგზავრის გაშვება, რომლებიც 4 ტონას იწონიდნენ, 200 მლნ დოლარი ჯდებოდა.
დღეს კი თანამგზავრი SpaceX Starlink-ი დაახლოებით 227 კილოგრამს იწონის და მათი გაგზავნაც გაცილებით უფრო იაფი ჯდება – ნახევარ კილოგრამზე 1,240 დოლარი.
გასულ წელს, პირველი 120 Starlink თანამგზავრი უკვე გაუშვეს, 2020 წლის
იანვრიდან კი კომპანია გეგმავს ყოველ ორ კვირაში ერთხელ 60 თანამგზავრის გაგზავნას. OneWeb-იც წლის ბოლომდე 30-ზე მეტ თანამგზავრს გაგზავნის, მალე კი უკვე ათასობით თანმაგზავრი იქნება, რომლებიც ერთობლივად იმუშავებენ, რათა დედამიწას ინტერნეტზე წვდომა ჰქონდეთ ყველაზე მიუვალ ადგილებშიც კი.
„კვანტური უზენაესობა“
კვანტური კომპიუტერები ინახავენ და ამუშავებენ მონაცემებს სრულიად განსხვავებული გზით, ვიდრე ამ დრომდე ხდებოდა. თეორიულად, მათ ასევე შეუძლიათ გადაჭრან ისეთი პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ყველაზე ძლიერ კლასიკურ სუპერკომპიუტერებსაც არ შეუძლიათ.
მსოფლიოში კვანტურ კომპიუტერებზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობენ. გასული წლის ოქტომბერში კი Google-მა პირველად მსგავსი კვანტური უპირატესობის შესახებ განაცხადა. ტექნოლოგიური გიგანტის ცნობით, 53-ქუბითიანმა (კვანტური მოცულობის საზომი ერთეული) კომპიუტერმა შეასრულა ისეთი ოპერაცია სამ წუთში, რაშიც ჩვეულებრივ სუპერკომპიუტერებს 10 000 წელი დასჭირდებოდა.
ხელოვნური ინტელექტი
ხელოვნურ ინტელექტს პრობლემა აქვს: უფრო ძლიერი ალგორითმების შექმნის მიზნით, მკვლევარები იყენებენ დიდი რაოდენობით მონაცემებსა და კომპიუტერის სიმძლავრეს და ეყრდნობიან ცენტრალიზებულ ე.წ cloud-სერვისებს. ეს არამხოლოდ ჰაერში ემისიების გამოყოფის საგანგაშო მაჩვენებელზე მეტყველებს, არამედ ასევე ზღუდავს სიჩქარეს და ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების კონფიდენციალურობას.
თუმცა, ახალი ხელოვნური ინტელექტი ამ მოცემულობას ცვლის. ტექნოლოგიური გიგანტები და მკვლევარები მუშაობენ ახალ ალგორითმებზე, რომელიც არსებული მოდელების ჩანაცვლებაზე მუშაობს თავიანთი შესაძლებლობების და უნარების დაკარგვის გარეშე. ამასთან, ახალი თანამედროვე სპეციალიზებული ხელოვნური ინტელქტის ე.წ ჩიპები უფრო მეტ საანგარიშო შესაძლებლობებს ფლობენ და ამასთან, უფრო ნაკლებ ენერგიას მოითხოვენ. მსგავსი მიღწევების გამოყენება მომხმარებლებს ნელნელა შეუძლიათ. გასული წლის მაისში Google-მა განაცხადა, რომ Google Assistant-ის ახლა უკვე მობილურებზე გამოყენება სხვა სერვერზე მოთხოვნის გაგზავნის გარეშე შეიძლება.
ასევე ამის მაგალითია Apple-ის Siri და მისი QuickType. IBM და Amazon-იც დეველოპერებს უკვე სთავაზობენ პლატფორმებს ახალი ხელოვნური ინტელექტის შექმნასა და გამოყენებისთვის.
პირადი მონაცემების განსხვავებული დაცულობა
2020 წელს აშშ-ის მთავრობის უდიდესი ამოცანა აქვს: შეაგროვოს მონაცემები 330 მილიონ მოქალაქეზე ისე, რომ დაიცვას მათი იდენტურობა. მონაცემებს პოლიტიკოსები და მკვლევარები სხვადასხვა მიზნით ანალიზისთვის იყენებენ. ინდივიდების ანონიმურობის დაცვის მიზნით გარკვეული ხერხი არსებობს,რაც
მაგალითად ცალკეულ პირებზე ასაკს ნაკლებს აჩვენებს, ვიდრე სინამდვილეში არის. ზოგს კი პირიქით, ან ზოგიერთ თეთრკანიან ადამიანზე მიუთითებს, რომ არის ფერადკანიანი და პირიქით.
ამ მხრივ არსებობს მათემატიკური ტექნიკური საშუალება, რომელიც პროცესს უფრო ზუსტს ხდის. მეთოდი უკვე გამოიყენა Apple-მა და Facebook-მა მონაცემების შესაგროვებლად კონკრეტული მომხმარებლების იდენტიფიცირების გარეშე.
მიზეზად კლიმატური ცვლილებების დადგენა
გასულ წლებში, მეცნიერები კონკრეტული მოვლენის გამოწვევის მიზეზებთან კლიმატურ ცვლილებების კავშირს ვერ ნახულობდნენ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი არაერთი კვლევა ჩატარდა ამ კუთხით, რის შედეგადაც გაუმჯობესდა ტექნიკები და ხელსაწყოები, რაც უფრო სარწმუნო და დამაჯერებელია, როდესაც რაიმე მოვლენის გამომწვევ მიზეზებთან კლიმატური ცვლილებების დაკავშირება ხდება.
წყარო: Technologyreview
დატოვე კომენტარი