2020 წლის მსოფლიოს უმსხვილესი ტანსაცმლის ბრენდები

2020 წლის მსოფლიოს უმსხვილესი ტანსაცმლის ბრენდები

კორონავირუსის პანდემიის გამო ტანსაცმლის მაღაზიები მსოფლიოს მასშტაბით დაკეტილია. საცალო შენაძენებზე დანახარჯები აშშ-ში ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდეა. ჯერ კიდევ მარტში, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ტანსაცმლისა და აქსესუარების ყიდვების რაოდენობა 50%-ით შემცირდა. ისეთმა ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიებმა, როგორებიცაა True Religion-ი, J.Crew-ი და Neiman Marcus-ი გაკოტრების შესახებ გამოაცხადა.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა მსოფლიოს უმსხვილესი ტანსაცმლის რითეილი კომპანიები ჯერ კიდევ ახერხებენ მყარად იდგნენ.

მათ შორის სიის სათავეშია LVMH და მისი ბრენდები – Louis Vuitton-ი, Christian Dior-ი და Givenchy. აღნიშნულ ბიზნესს ფრანგული მილიარდერი ბერნარ არნო ფლობს. LVMH-ის საბაზრო ღირებულება $194 მილიარდია. ეს კომპანია მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ყველა სახის კომპანიებს შორის 73-ე ადგილზეა.

მეორე ადგილს იკავებს სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი გიგანტი Nike-ი. ის მსოფლიოში რიგით 244-ე ყველაზე მსხვილი კომპანიაა. მისი კონკურენტი Adidas-იც საკმაოდ კარგ პოზიციებზეა, ის ამ კუთხით 400-ე ადგილს იკავებს. Adidas-ს $25 მილიარდზე მეტი ოდენობის გაყიდვები აქვს.

კანადურ Lululemon-ის გაყიდვები კი $4 მილიარდამდეა, მაშინ როდესაც გასულ წელს $3,2 მილიარდი იყო. ელექტრონული კომერციის წყალობით და  კარგი საბალანსო მდგომარეობის შედეგად, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ამ კომპანიამ შესაძლოა, წელი გასულ წელთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლებით დაასრულოს.

თუმცა, არიან ტანსაცმლის მწარმოებლები, რომელთაც ცუდად წაუვიდათ საქმე. მაგალითად Nordstrom-მა სამუდამოდ დახურა 16 მაღაზია.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *