2020 წელს ტოკიოში ჩასატარებელი ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ორგანიზატორებს 6–ჯერ უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე ნავარაუდევი იყო. Reuters–ის ინფორმაციით, ხარჯები დაახლოებით 1,8 ტრილიონი იენით (14,9 მილიარდი დოლარით) გაიზრდება.
ასეთი მოცულობით ხარჯების გაზრდის მიზეზი გაუთვალისწინებელი დეტალები გახდა, მაგალითად დამატებითი საგზაო ხაზების მშენებლობა, თანამშრომელთა ხარჯების ზრდა და სამუშაო აღჭურვილობაზე მომატებული ფასები.
ოლიმპიური თამაშების კომიტეტმა ტოკიოში სპონსორებისგან და ბილეთების გაყიდვისგან შესაძლოა მხოლოდ 450 მილიარდი იენი (3,7 მილიარდი დოლარი ) მიიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ტრილიონი იენი (8,3 მილიარდი დოლარი) ორგანიზატორებს კიდევ აკლდებათ. საერთო ხარჯები ოლიმიური თამაშების ორგანიზებისათვის 2,1 ტრილიონი იენია (17,4 მილიარდი დოლარი). ხარჯები საორგანიზაციო კომიტეტმა, ტოკიოს მთავრობამ და იაპონიის ხელისუფლებამ უნდა დაფარონ.
დატოვე კომენტარი