საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა. 2021 წლის დეკემბერში კი, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, ზრდა 9.6% იყო. 9.5% შეადგინა მეოთხე კვარტალის საშუალო ზრდამ.
2021 წელს დაფიქსირებულ 10.6%-იან ზრდას გარკვეულწილად 2020 წელს დაფიქსირებულმა 6.8%-იანმა კლებამ შეუწყო ხელი. 2019 წელთან შედარებით 2021 წელს ეკონომიკა 3%-ით გაიზარდა.
2022 წლისთვის საქართველოს მთავრობა 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები
დატოვე კომენტარი