საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, საქართველოს საქონლის ექსპორტი 27%-ით (900 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 25%-ით (2 მილიარდი დოლარით) გაიზარდა. სავაჭრო ბრუნვამ 14.3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2021 წელს ჯამში 4.2 მილიარდი დოლარის ექსპორტი და 10.1 მილიარდი დოლარის იმპორტი განხორციელდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.1 მილიარდი დოლარით მეტია.
ცალკე აღებულ დეკემბრის თვეში ექსპორტი 14%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 1%-ით შემცირდა.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 20 იანვარს გამოქვეყნდება.
დატოვე კომენტარი