მიმდინარე წელს საქართველოს რკინიგზამ ეროვნული ვალუტის კატეგორიაში 2020 წელთან შედარებით შემოსავლების 10.7%-იანი ზრდა აჩვენა. რაც შეეხება დოლარს, ამ ვალუტაში კომპანიის ზრდამ 3.9% შეადგინა. ამავე პერიოდში წმინდა ფინანსური ზარალი 56.2%-ით გაუმჯობესდა. ამის შედეგად კი 2021 წლის პირველ ცხრა თვეში შემოსავალმა 10.9 მილიონი ლარი შეადგინა.
მიუხედავად ტარიფების 16%-იანი ვარდნისა, ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება 2020 წლის პირველ ცხრა თვეში 32%-ით გაიზარდა. საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობის 11.6%-იანი წლიური ზრდა ძირითადად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების 44%-იანი წლიური ზრდითაა განპირობებული. ეს კი, შეიძლება ითქვას, პირველი ზრდაა დაღმავალი ტენდენციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ.
საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს რკინიგზის საექსპლუატაციო მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 35.7%-ით გაიზარდა. საოპერაციო ხარჯების ყველაზე დიდი კატეგორია ანუ თანამშრომელთა ხარჯები 2021 წლის პირველ ცხრა თვეში საკმაოდ მცირედით, 3.6%-ით გაიზარდა. წლის იმავე პერიოდში საკმაოდ დიდი ზრდა განიცადა ელექტროენერგიისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯებმა, თუმცა, სანაცვლოდ, 12.3%-ით შემცირდა ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯები. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ხარჯები გასულ წელთან შედარებით მხოლოდ 2.4%-ით გაიზარდა.
საინტერესოა, რომ ტვირთების ტრანსპორტირება ჯერ კიდევ რჩება საქართველოს რკინიგზის შემოსავლების ერთ-ერთ უმსხვილეს განმაპირობებელ ფაქტორად. გასულ წელთან შედარებით, დოლარის ვალუტაში ამ კატეგორიამ 7%-იანი ზრდა აჩვენა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვებისა და საერთაშორისო ვიზიტორთა ნაკლებობისა, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო ტრაფიკი გასულ წელთან შედარებით მცირედით, თუმცა მაინც გაიზარდა და 3.3% შეადგინა. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ფაქტიც, რომ შემოსავლების კატეგორიაში ყველაზე დიდი კლება სატვირთო მანქანების დაქირავებაში დაფიქსირდა და ის 43.2%-ს გაუტოლდა.
დატოვე კომენტარი