საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2021 წლის პირველ ნახევარში (იანვარი-ივნისი) რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 332.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება 2020 წლისა (283.4) და 2019 წლის (281.9) მონაცემებს.
პანდემიის პერიოდთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა სომხეთსა და საქართველოს შორის 2021 წლის პირველ ექვს თვეში 17.2%-ითაა გაზრდილი. საქართველოდან სომხეთში ექსპორტირებული საქონლის ჯამურმა ღირებულებამ 101 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სომხეთიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულება კი 231.3 მილიონ აშშ დოლარს უდრის.
ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოდან სომხეთში ექსპორტზე ხორცი და თევზი გავიდა. 2021 წლის პირველ ექვს თვეში ამ საქონლის ღირებულებამ 5.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საინტერესოა, რომ სპირტებსა და ალკოჰოლურ სასმელებზეც ექსპორტის საკმაოდ დიდი წილი მოდის. საქართველოდან სომხეთში ექსპორტირებული საქონლის ჯამური ღირებულება წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 19%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში იმპორტირებული საქონლის მონაცემები საინტერესო სურათს ასახავს. სომხეთიდან საერთო ჯამში იმპორტირებული 231.3 მილიონი აშშ დოლარის საქონლის დაახლოებით 85%-ს სპილენძი და მისი კონცენტრატები შეადგენს. ამ უკანასკნელის იმპორტის სრული ღირებულება წლის პირველ ექვს თვეში 198.7 მილიონ აშშ დოლარს უდრის.
დატოვე კომენტარი
You actually expressed this wonderfully.
casino en ligne
Very good postings, Appreciate it!
casino en ligne
Very good data Thank you!
casino en ligne
Amazing plenty of awesome facts!
casino en ligne francais
Fantastic forum posts, Kudos.
meilleur casino en ligne
You actually reported it well!
casino en ligne francais
You actually stated it exceptionally well.
casino en ligne
Regards! A lot of content.
meilleur casino en ligne
Regards! I appreciate it!
meilleur casino en ligne
You said it adequately..
casino en ligne