პარასკევს AstraZeneca-ის მწარმოებლებმა ვაქცინის გაყიდვების შესახებ ფინანსური დეტალები საჯაროდ წარადგინეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მწარმოებლები საჯაროდ საუბრობენ შემოსავლებზე. ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვაქცინის გაყიდვებმა $275 მილიონს მიაღწია. კომპანიის მთლიანი შემოსავლები 11%-ითაა გაზრდილი.
შეგახსნებთ, რომ AstraZeneca ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დასაწყისშივე განაცხადა COVID-19-ის ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 23 ნოემბერს ოქსფორდმა და AstraZeneca-მ ვაქცინის ცდის წარმატების შესახებ განაცხადეს.
დღეისთვის AstraZeneca-ის 68 მილიონი დოზაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაგზავნილი. ვაქცინის გაყიდვებმა ევროპაში $224 მილიონი შეადგინა, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე – $43 მილიონი.
AstraZeneca-ის აღმასრულებელი დირექტორის, პასკალ სორიოტის განცხადებით, ვაქცინის მწარმოებლები კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას ელიან. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია საკუთარი შემოსავლების გაზრდას პანდემიის დროს მიღებული გაყიდვებით არ ცდილობს.
დატოვე კომენტარი