ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროზე, კორონავირუსის პანდემიამ გავლენა კინოინდუსტრიაზეც იქონია. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებისა და ლოკდაუნების გამო არაერთი ფილმის გამოშვება გადაიდო, დაიხურა კინოთეატრები, მოგვიანებით კი მსგავს სივრცეებში ფილმების ნახვა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მაყურებელს შეეძლო.
პანდემიის შესუსტებასთან ერთად კინოინდუსტრიის მდგომარეობაც გაუმჯობესდა, რასაც მიმდინარე წელს გამოსული კინოსურათების სიმრავლე და ფილმების მიერ გამომუშავებული შემოსავალიც მოწმობს.
2022 წელს გამოსული ფილმებიდან ყველაზე წარმატებული ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ტომ კრუზის მონაწილეობით გადაღებული ფილმი „Top Gun: Maverick“-ი აღმოჩნდა. კინოსურათის ბილეთების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა საერთაშორისო მასშტაბით თითქმის $1.488 მილიარდს მიაღწია. შედარებისთვის ფილმის ბიუჯეტი $170 მილიონს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მაღალშემოსავლიანი ფილმების სიაში „Top Gun: Maverick“-ი მდევარს დაახლოებით ნახევარი მილიარდით უსწრებს. ჩამონათვალში მეორე ადგილს „Jurassic World: Dominion“-ი იკავებს. ფილმის ბილეთების გაყიდვით მსოფლიო კინოთეატრების სალაროებში საერთო ჯამში $1.001 მილიარდია შეგროვებული. ცნობისთვის, Jurassic Park-ის ფრენჩაიზის მეექვსე და, სავარაუდოდ, ბოლო ფილმის ბიუჯეტი 165-დან 185 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობს.
წელს $1-მილიარდიანი ნიშნულის გადალახვა ჯერჯერობით მხოლოდ დასახელებულმა ორმა კინოსურათმა შეძლო. ტოპ-ათეულის ფილმებიდან კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი „Sonic the Hedgehog 2“-ს აქვს. ანიმაციური ფილმის საერთაშორისო შემოსავალმა $402.6 მილიონს გადააჭარბა. „Sonic the Hedgehog 2“-ის ბიუჯეტი 90-დან 110 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობს.
2022 წელს გამოსული მაღალშემოსავლიანი ფილმების ტოპ–ათეული ასე გამოიყურება:
1. Top Gun: Maverick
ბიუჯეტი: $170 მილიონი
შემოსავალი: $1,487,909,384
2. Jurassic World: Dominion
ბიუჯეტი: $165-185 მილიონი
შემოსავალი: $1,001,136,080
3. Doctor Strange in the Multiverse of Madness
ბიუჯეტი: $200 მილიონი
შემოსავალი: $955,775,804
4. Minions: The Rise of Gru
ბიუჯეტი: $80 მილიონი
შემოსავალი: $939,433,210
5. The Batman
ბიუჯეტი: $185-200 მილიონი
შემოსავალი: $770,836,163
6. Thor: Love and Thunder
ბიუჯეტი: $250 მილიონი
შემოსავალი: $760,928,081
7. Black Panther: Wakanda Forever
ბიუჯეტი: $250 მილიონი
შემოსავალი: $735,937,337
8. Water Gate Bridge
ბიუჯეტი: უცნობი
შემოსავალი: $626,571,697
9. Fantastic Beasts: The Secrets of Dumbledore
ბიუჯეტი: $200 მილიონი
შემოსავალი: $405,161,334
10. Sonic the Hedgehog 2
ბიუჯეტი: $90-110 მილიონი
შემოსავალი: $402,656,846
მონაცემები აღებულია boxofficemojo.com-იდან.
დატოვე კომენტარი